რეჟისორი: რეზო ჩხეიძე 1941
წელი. ზაფხული. თბილისის ერთ-ერთი სკოლის გამოსაშვები კლასის ამბავი.
ახალგაზრდებმა სკოლა დაამთავრეს და ხვდებიან, რომ ახალ ცხოვრებას იწყებენ.
თითოეულ მათგანს საკუთარი, კონკრეტული მიზანი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ
სურვილი ერთი აერთიანებთ: ისე იცხოვრონ, რომ შთამომავლობამ მათზე წიგნი ან
სიმღერა დაწეროს. თუმცა უეცრად თავსდამტყდარი სამამულო ომის გამო, მათი
სიცოცხლე ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული აღმოჩნდა.